პროკურატურამ ცინარიძეს ცოლის შეურაცხყოფისა და მოკვლის მუქარისთვის, ბრალი წარუდგინა
On.ge
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მას ბრალი ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარედგინა.
"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ ცოლს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა", — წერია უწყების განცხადებაში.
#news
https://on.ge/story/55248-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90