დღეიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ covid 19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ
Kutaisi Daily
დღეიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ გააკეთა.
"დაგვიანებული რომ არ იყოს, თავიდანვე ვემზადებით. მივიღებთ მხოლოდ ახალი კორონავირუსის მატარებელ პაციენტებს”.- ამბობს ნადირაძე.
ამ დროისთვის აქ კორონავირუსზე 3 პაციენტი პკურნალობს. 8 კი ამ წუთებში გადის შემოწმება.
#კორონავირუსი
#ინფექციური
#პაციენტები
#kutaisidaily