რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საფრანგეთის რეზოლუცია ყარაბაღის თაობაზე სრული კატასტროფაა

Tbilisi Daily

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციას მთიანი ყარაბაღის შესახებ ”სრული კატასტროფა” უწოდა. „გადაწყვეტილება , რომელიც საფრანგეთის პარლამენტმა [ეუთო] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ მიიღო, სკანდალის ჩარჩოების მიღმა, სრული კატასტროფაა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღმოსავლეთ თურქეთში ახლად აშენებული ავტომაგისტრალის გახსნის ცერემონიაზე. ერდოღანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი მიწები გაათავისუფლა, რომელიც სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში დაპყრობილი ჰქონდა. ”ეს აზერბაიჯანმა გააკეთა ლეგიტიმურობის ჩარჩოებში“, - აღნიშნა ერდოღანმა. საფრანგეთის რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ მოუწოდებს, პარასკევს მიიღეს.