ალჟირში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ალჟირის ქალაქ ალ-ბაიადში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათი დაშავდა. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების ტალღამ მთლიანად გაანადგურა ორი ორსართულიანი შენობა, გარდა ამისა, კიდევ ექვსი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარცენას აგრძელებენ.