აკრძალვის მიუხედავად კახეთში სავაჭრო ობიექტები მაინც მუშაობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, კახეთის პატარა ქალაქებში, მათ შორის ლაგოდეხში, გურჯაანში, ახმეტასა და წნორში, სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დილიდან გახსნილია მაღაზიები, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდება, ასევე ღიაა ტექნიკის მაღაზიები.
სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მათი ინფორმაციით, დაწესებული აკრძალვები მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება და მათთვის არავის უთქვამს, რომ დღეიდან მუშაობა უნდა შეაჩერონ.
გურჯაანის მერიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სავაჭრო ობიექტების მფლობელები გუშინ გააფრთხილეს, რომ მათ მუშაობა უნდა შეეჩერებინათ.
28 ნოემბრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30973367.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)