ვმსჯელობთ რა დოზით შევძლებთ პანდემიის პირობებში ვამუშაოთ ზამთრის კურორტები - თურნავა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუშაობს ზამთრის კურორტების გახსნის საკითხთან დაკავშირებით. 'ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, იცით, რომ მთავრობა არ აპირებს მასშტაბურ ლოქდაუნსქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ მოვახერხოთ ადაპტაცია ვმართოთ თუნდაც ასეთი გაზრდილი ეპიდემიის გამოვლინებელი და ნაკლებად დავაზარლოთ ეკონომიკა და ბიზნესი. თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუ რა დოზით შეეხება ის ზამთრის კურორტებს ამაზე ვმსჯელობთ და ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ზამთრის კურორტი, ისევე როგორც ზაფხულის კურორტი არის დიდი მობილობის გენერატორი, ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგებისმხრიდან გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და რამდენად შევძლებთ ჩვენ სრულფასოვნად ვამუშაოთ ამ პირობებში ზამთრისკურორტები ამაზე ვიმსჯელებთ და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაცის'-განაცხადა ნათია თურნავამ.