გორელმა ბოდიბილდერმა თბილისის ღია ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
Gori Daily
1 ნოემბერს, ბოდიბილდინგსა და ფიტნესში თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატზე მენსფიზიკის კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა გორელმა სპორტსმენმა ივერი კორინთელმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ღონისძიება საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით „მუშთაიდის ბაღში“ გაიმართა.
როგორც ცნობილია, შეჯიბრში მონაწილეობას ვაჟებთან ერთად ქალებიც ღებულობდნენ.
აღნიშნულ სპორტის სახეობაში მსგავსი შედეგი აქამდე არც ერთ გორელ სპორტსმენს არ დაუფიქსირებია.
ივერი კორინთელის ეს უკვე მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მანამდე მან აგვისტოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.
ინფორმაციისთვის, ივერის სპონსორი არ ჰყავს და ორივე შეჯიბრისთვის საკუთარის სახსრებით მოემზადა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
სპორტსმენი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატსთვის და საერთაშორისო ტურნირებისვის იწყებს მზადებას, რომელიც 2021 წელს ჩატარდება.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სპორტი
#ბოდიბილდერი
#goridaily