Ტურისტებს უცხოეთიდან საქართველო ორგანიზებულად ჩამოიყვანს

Tbilisi Daily

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ტურიზმი გაიხსნას და ისევ 12 მილიონი ვიზიტორი გვყავდეს, როგორც ეს გვყავდა შარშან. ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილიმა განაცხადა. „აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ეს ქვეყნებიც კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაუძღვნენ და ინფიცირებულების დაბალი რაოდენობა ჰყავთ. შესაბამისად სწორედ ამ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ ტურისტი აქედან შემოვიყვანოთ. საქართველოში ყველა ტურისტის ჩამოსვლა ორგანიზებული იქნება“, - აღნიშნა ვიცეპრემიერმა. საქართველო ტურიზმი ვიზიტორები tbilisidaily