ჩემს მხრიდან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, ვფიქრობ, დამაზიანებელი იქნებოდა ქალაქისათვის - ლაშა კომახიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის არჩეულმა მერმა დაადასტურა, რომ თანამდებობიდან წავიდა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ ღირსეული შემოთავაზება აქვს და ჯერ ფიქრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კერძო სექტორში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაინაცვლოს. ''მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. სიტყვა ყველაში, პირველ რიგში, მე ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქისა და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ. მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, განსაკუთრებთ მათ, ვინ 2017 წლის ოქტომბერში 56%-იანი მხარდაჭეით ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა. 'დიდი პატივი იყო თქვენს სამსახურში ყოფნა. გემსახურეთ ღირსებით, გემსახურეთ ერთგულად' - განაცხადა ლაშა კომახიძემ. კითხვაზე ხომ არ არის ''ქართული ოცნების'' გუნდში დაპირისპირება, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ეს გავრცელებული ჭორია.