ირანმა აშშ-ისგან ნებართვა მოიპოვა, გადარიცხოს კოვიდ-19-ის ვაქცინის შესაძენი ფული

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირამა აშშ-სგან მოიპოვა ნებართვა, გამოიყენოს უცხოური ვალუტის რეზერვი, რომელიც  საზღვარგარეთ ინახება, კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა, განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა 24 დეკემბერს. აბდოლნასერ ჰამათიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა უწყების უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა დაამტკიცა შვეიცარიის ბანკში თანხის გადარიცხვა. ჰამათის თქმით, ირანი 224 მილიონ დოლარს გადაიხდის 16,8 მილიონი დოზა ვაქცინის იმპორტისთვის COVAX-ს საშუალებით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის განაწილების გეგმას წარმოადგენს. აშშ-მა გადარიცხვა დაუშვა „საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის“ შედეგად, უთხრა ჰემათიმ ირანის ტელევიზიას. გადარიცხვის და ვაქცინის ირანში ჩატანის დეტალები ჰამათის არ განუმარტავს. აშშ-ის ფინანსთა უწყებას გადარიცხვა საჯაროდ არ დაუდასტურებია. ირანში კოვიდ-19-მა 54 ათასი ადამიანი მოკლა. ისლამური რესპუბლიკა ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31019287.html #ახალი_ამბები #twitter