COVID 19 მსოფლიო - 9,588,717 ინფიცირებული - 489,312 გარდაცვლილი -
Tbilisi Daily
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 9,588,717-ს შეადგენს. COVID-19-ს 489,312 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 5 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის 83 462 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 ათასზე მეტი პაციენტი პაციენტი.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 228 114 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 54 971 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 39 483 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 141 ადამიანი გარდაიცვალა.
გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 192 556-მდე გაიზარდა, 8 948 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე ღამეში ინფიცირების 477 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის 177 100 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ინდოეთში ახალი კორონავირუსის 17,2 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 490 401 ადამიანს დაუდასტურდა. 15 301 პაციენტი გარდაიცვალა, 285 636 გამოჯანმრთელდა.