56 წლის კაცი მეზობლის ბავშვთან სექსუალური ქმედების ბრალდებით დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 56 წლის კაცი, რომელსაც მეზობლის სექსუალური ხასიათის ქმედება ედება ბრალად. კაცი ხაშურში დააკავეს. ბავშვის ასაკს შსს-ში არ ასახელებენ. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა", - აცხადებენ შსს-ში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. https://www.radiotavisupleba.ge/a/30941935.html #ახალი_ამბები #twitter