ამირან გამყრელიძე- მობილიზებულია 5 000 საწოლი, საჭიროებისამებრ შეიძლება 7-8 ათასამდე გაიზარდოს

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში 5 000-მდე საწოლია მობილიზებული, რომელთა რაოდენობაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, 7-დან 8 ათასამდე გაიზარდოს. "დილის მონაცემებით, 2 267 საწოლი იყო ქვეყანაში დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილას 6 000-მდე ე.წ აქტიური ინფექცია გვქონდა ქვეყანაში, [ჰოსპიტალში, კოვიდ-სასტუმროში, ბინაზე] აქედან დაახლოებით 2 267 ინფიცირებული იყო ჰოსპიტალებში. დილისთვის თავისუფალი იყო 936 საწოლი და, როგორც მე ვიცი მინისტრისგან, საღამოსთვის 1 500 საწოლი კიდევ უნდა დამატებოდა. ანუ, ამ ეტაპზე მობილიზრებულია 5 000 თავისუფალი საწოლი, რომელთა რაოდენობაც შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 7-დან 8 ათასმდე, თუ ამის საჭიროება იქნება". – ამბობს გამყრელიძე.