ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ 19 დაუდასტურდა
Batumi Daily
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას განმეორებით PCR ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. ის ბინაზე მკურნალობას აგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისივე თქმით, იგი სავარაუდოდ არა კლინიკაში, არამედ ახლობლისგან დაინფიცირდა, რომელიც სახლში ესტუმრა და მასაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს, 25 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 168 აჭარაში. ბინაზე მკურნალობს 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily
#კოვიდვითარებააჭარაში
#ახალიამბებიაჭარაში
#ბათუმი
#batumi