94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა 'საარჩევნო კოდექსში' მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, ცვლილებების მიხედვითსავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრისრადიუსშიც. ცვლილებების თანახმად100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. აკრძალული იქნება კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, აგრეთვე საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებსმედია-კამპანიისადა პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.