რატომ გაიპარა პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოდან
Tbilisi Daily
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან პაციენტი გაიპარა.
76 წლის კაცმა საავადმყოფო 27 ნოემბერს, 22:24 საათზე, უკანა კარიდან დატოვა. ძიების პროცესში სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური და სამართალდამცავები ჩაერთვნენ.
საავადმყოფოს იურისტი არმაზ ხელიძის განცხადებით, მამაკაცს ქირურგიული მანიპულაცია დასჭირდა, თავს კარგად გრძნობდა და კონტაქტური იყო. პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.
მამაკაცის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მას მეხსიერების პრობლემა აქვს.