"შენი იდეა ბათუმს" - გამარჯვებულთა სია ცნობილია

Batumi Daily

ბათუმის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პროექტის - „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2021 წლის გამარჯვებული იდეები გამოცხადდა. მერიის ცნობით, 2021 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება შემდეგი იდეები: 1.ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი / street art movement BAFFITI 2. ბათუმი-ველოქალაქი 3.მობილური კინოთეატრი 4. ️ქუჩის კალათბურთის მოედანი 5. ️ფერადი ეზოები ბავშვებს 6. ️ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი 7. ️ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი 8. ️ორგანული ნარჩენების კომპოსტირება პროექტს ბათუმის მერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამისა (GGI Georgia) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით ახორციელებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭა