ავღანეთში მყოფ 28 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა, ისინი საქართველოში ჩამოიყვანეს
On.ge
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყებაში ამბობენ, რომ ისინი სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.
https://on.ge/story/59584-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4-28-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1
"მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს", — აცხადებენ უწყებაში.
#News