კანადის ერთ-ერთი პროვინციის პრემიერი: მე ვიპარავ შობას, იმიტომ რომ თქვენი უსაფრთხოება დავიცვა

Tbilisi Daily

კანადის მანიტობას პროვინციის პრემიერმა ბრაიან პალისტერმა მოსახლეობას მოუწოდა, შობის დღეებში შეკრებისგან თავი შეიკავონ და დაიცვან კორონავირუსთან გამკლავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები. „მე ვარ კაცი, რომელიც შობას ვიპარავ იმისთვის, რომ დავიცვა თქვენი უსაფრთხოება,“- განაცხადა ბრაიან პალისტერმა. ცნობისათვის, კანადაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 390 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.