ადამიანებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა 23 აპრილს დაიწყება - ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141963
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა გააკეთა.
"ჩვენ ნებისმიერ ქვეყანაზე მეტი ფული ჩავდეთ ვაქცინის საერთაშორისო კვლევაში და მსოფლიოში ყველა კვლევიდან ორი წამყვანი ვაქცინის განვითარება მიმდინარეობს აქ, ჩვენთან, Oxford-სა და Imperial-ში. მე შემიძლია დავაანონსო, რომ Oxford-ის პროექტის ვაქცინის ცდები ადამიანებზე ამ ხუთშაბათიდან დაიწყება," - განაცხადა ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა.
მან „იმედისმომცემი“ უწოდა ოქსფორდისა და ლონდონის საიმპერატორო უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევებს.
„ჩვენ ყველა რესუსს გამოვიყენებთ ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად“, – განაცხადა მეთ ჰენკოკმა.
მისივე თქმით, მთავრობა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავს ოქსფორდის გუნდს, რათა ვაქცინების კლინიკური გამოცდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ამ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილიდან დაიწყება.