ავტოსაგზაო შემთხვევა ჭალადიდში.

Zugdidi Daily

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ჭალადიდში, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა. დაზარალებულები ფოთის ჰოსპიტალში მოათავსეს. ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პაციენტებიდან შედარებით საყურადღებოა 33 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაშავებულებიდან ორ მამაკაცს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენებს, მათ შორის არასრულწლოვნებს კი აქვთ მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები. „საყურადღებო მათგან არის33 წლის ქალბატონი, რომელიც იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში. მას აღენიშნება გულმკერდისა და კისრის ტრავმა“ - ამბობს თეა მიგინეიშვილი. პაციენტებს ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ახლა იმყოფებიან დინამიური დაკვირვების ქვეშ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. #ჭალადიდი #ფოთი #სამეგრელო #ავტოსაგზაოშემთხვევა #დაზარალებულები #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com