ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. თვითმხილველების ინფორმაცით, ბანკში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შევიდა და მას 20-მდე პირი მძევლად ყავს აყვანილი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.