სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა
Batumi Daily
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. ერთი დღით ადრე გამართულ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.
აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან უნდა გაიაროს და შემდეგ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტი არ აპირებს კონსულტაციებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან/კანდიდატებთან.
შეგახსენებთ, რომ მე-5 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველად 15 დეკემბერს შეიკრიბა. შესაბამისად, პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოუდგინოს. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ იტყვის უარს პრეზიდენტის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, მაშინ პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს დათხოვა შეუძლია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში