მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro აჩუქეს

Tbilisi Daily

ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს საქართველოში „ეფლის“ ერთ-ერთმა შემომტანმა კომპანიამ iPhone 12 Pro აჩუქა. ფოტოს კომპანია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. მეუფე ამბობს, რომ ახალი ტელეფონით ფილმის გადაღებას და ამასთან, ისეთ ქვეყანაში მოგზაურობას აპირებს, რომელიც ახლა სრულიად ჩაკეტილია.