სანჩო არსად წავა
Headline Sport
Telegraph გვამცნობს, რომ ჯეიდენ სანჩო ამ ზაფხულს გერმანიას არ დატოვებს და ბორუსიაში კიდევ ერთი წლით დარჩება.
ინგლისელი გარემარბს აქტიურად უკავშირებდნენ ინგლისურ გრანდებს, განსაკუთრებით კი მანჩესტერ იუნაიტედს და ტრანსფერი თითქმის გარდაუვალი ჩანდა, თუმცა კორონავირუულმა პანდემიამ ყველაფერი ჩაშალა.
ჯერ არავინ იცის რამხელა ზიანი მიაყენა პანდემიამ მსოფლიო ფეხბურთს და რა გავლენა ექნება მიმდინარე მოვლენებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბრიტანული გამოცემა Telegraph ვარაუდობს, რომ უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელთა ხელფასები და სატრანსფერო ფასები დაახლოებით 50%-ით შემცირდება, რაც დორტმუნდის ბორუსიას არ აწყობს.
გერმანელები ნიჭიერი გარემარბის გაყიდვას 100 მილიონ ფუნტად გეგმავენ და მზად არიან დაელოდონ მსოფლიო ფეხბურთის ეკონომიკის ძველ კალაპოტში დაბრუნებას.
#headlinesport
#sport
#transfers
#sancho
#dortmund
#manchester
#coronavirus
#pandemic
#telegraph