აჭარაში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა
Batumi Daily
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 9 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან 3 აჭარიდანაა. აქედან 1 ბათუმიდან, 2 კი ქობულეთიდან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 გარდაცვლილი პაციენტი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. მათგან ერთი 55 წლის ქალი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს დიაგნოზით: COVID -19, პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, 61 წლის ქალი საავადმყოფოში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს. მისი დიაგნოზი გახლდათ: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, 4-ხარისხის სიმსუქნე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი