უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.  შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ პაკეტში შედის 36 000 საარტილერიო ჭურვი მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), მაღალი სიზუსტის 1000 საარტილერიო ჭურვი, არტილერიის საწინააღმდეგო 4 რადარი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები და სხვა სამხედრო ტექნიკა. პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 15.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32036227.html

Source: radiotavisupleba.ge