პანკისში, შორტების ტარების გამო მამა-შვილზე მოძალადეებს ბრალი წარედგინათ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის სამ პირს, ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. ფიზიკურად გაუსწორდა შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს. ცემის მოტივი ის იყო, რომ ნ.წ-ს ჩაცმულობა მის ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა.
ბრალდებულებმა ამავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ნ.წ.-ს სხივის ძვალი აქვს მოტეხილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.
ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53'-126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 53'-118 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.
ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს 22 აგვისტოს წარედგინათ ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53' -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ და „ ბ „ ქვეპუნქტებით დღეს,
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30797303.html
#ახალი_ამბები
#twitter