პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელშ წერს. 'მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში'-წერს სალომე ზურაბიშვილი.