პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციასსპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 'პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება. შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნას', - წერია, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.