"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები გამოჩნდნენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'ნაციონალური მოძრაობის'ოფისის წინ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები შენობასთან რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. პოლიციის თანამშრომელმა ისინი აქ სასამართლოს განჩინების აღსასრულებლად მივიდნენ. სამართალდამცველები მხარდამჭერებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ შენობის შესასვლელი და მისცენ მათ განჩინების აღსრულების საშუალება. აქციის მონაწილეები ჯერჯერობით 'ნაციონალური მოძრაობის' ოფისში შესვლას ვერ ახერხებენ.