თურქი სამხედრო მაღალჩინოსნები ლიბიას ეწვივნენ - აშშ პროცესებში აქტიურად ერთვება

Interworld

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის უფროსი იაშარ გიულერი ოფიციალური ვიზიტით ლიბიაში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანს მანამდე გაეროს მიერ აღიარებულ ტრიპოლის „ეროვნულ თანხმობის მთავრობასა“ (GNA) და თურქეთის რესპუბლიკას შორის, უსაფრთხოებისა და სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების რეალიზაციის მონიტორინგი წარმოადგენს. თურქული წარმომადგენლობა ტრიპოლის ე.წ. მითიგას აეროპორტში ჩასვლისთანავე, ორმხრივი თავდაცვისა და სასწავლო-საკონსულტაციო სარდლობის ცენტრისკენ გაემართა. ლიბიის ტერიტორიაზე „ეროვნული თანხმობის მთავრობასა“ (GNA) და ოპოზიციურ „ლიბიის ეროვნული არმიას“ (LNA) შორის დაპირისპირებები გრძელდება. GNA-ს მხარდაჭერას თურქეთი, ხოლო LNA-ს მხარდაჭერას ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ბოლო კვირების მანძილზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას, ტრიპოლის ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. დაიკავეს დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი სირთე (Sirte) და სხვა ტერიტორიები. 2019 წლის ნოემბერში, ტრიპოლის მთავრობის ხელძღვანელ ფაიეზ სარაჯსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს სამხედრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის და საზღვაო ზონებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა. დამატებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიბიაში მოქმედ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, ისეთ ქმედებებზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რომელიც ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შეერთებული შტატები LNA-ს გენერალ ხალიფა ჰაფთარს მოუწოდებს შეწყვიტოს ყოველგვარი კავშირი „ვაგნერთან“ და ლიბიაში ნავთობის წარმოებას ხელი არ შეუშალოს. „ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით, კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოქმედებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არის ასოცირებული და მათ მიერ სანავთობე ტერიტორიების დაკავება, ლიბიისა და აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული არღვევს არამხოლოდ ამ ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ ზიანს აყენებს ლიბიის სანავთობე ინდუსტრიას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Libya #Turkey #USA #conflict #GNA #LNA #Wagner #Russia #interworld #ახალიამბები #პოლიტიკა