ბაიდენმა პატივი მიაგო კაპიტოლიუმზე იერიშის დროს დაღუპული პოლიციელის ხსოვნას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა პატივი მიაგეს პოლიციელს, რომელიც დაიღუპა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობის დაცვისას ბრბოსგან, რომელმაც შენობაზე იერიში მიიტანა.
ოფიცერ ბრაიან სიკნიკის ფერფლი 2 თებერვალს კაპიტოლიუმის შენობაში განათავსეს, რათა მისი კოლეგებისთვის და კანონმდებლებისთვის, რომლებსაც ის იცავდა, მისი ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება მიეცათ. ბაიდენი შეეხო მაგიდას, რომელზეც ფერფლია განთავსებული, მეორე ხელი კი გულზე დაიდო.
სიკნიკი მძიმედ დაშავდა "დემონსტრანტებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს" - ამბობს კაპიტოლიუმის პოლიცია განცხადებაში. თუმცა მისი სიკვდილის მიზეზი არ არის დადგენილი. აშშ-ის მედიაში გავრცელდა სხვა პოლიციელების სიტყვები, რომ 42 წლის სიკნიკს თავში ჩაარტყეს ხანძრის ჩასაქრობი ბალონი, როცა ბრბო შენობაში შეიჭრა.
სიკნიკი ეროვნულ გვარდიას 1997 წელს შეუერთდა, სკოლის დამთავრების შემდეგ. ის მსახურობდა საუდის არაბეთში და ყირგიზეთში. კაპიტოლიუმის პოლიციას ის 2008 წელს შეუერთდა. ბრაიან სიკნიკს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31083850.html
#ახალი_ამბები
#twitter