ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს - ერთობლივი დოკუმენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

,,გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“ - ეს არის ნაწყვეტი იმ ერთობლივი განცხადებიდან, რომელსაც ხელი მოაწერა 20-მდე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ შორის არ არის პატრიოტთა ალიანსი, თუმცა მოთხოვნებს ეთანხმება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს. შეიცვალოს ცესკოს ადმინისტრაცია - ამ მოთხოვნით ოპოზიციის საპროტესტო აქცია ამ წუთებში საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკოსებთან ერთად მსვლელობა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებიც მივიდნენ.