საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში ვირუსისგან 307 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა - 2 881. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 38 936 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 22 691.