,,შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანიდან მგზავრის ამოსაყვანად..."

Gori Daily

ავტოავარია მოხდა გორში, ფარნავაზის ქუჩაზე. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანიდან მგზავრის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #ავარია #goridaily წყარო - qartli.ge