დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისივე თქმით, საბჭო აკვირდება ინფიცირების მაჩვენებლის ტენდენციებს და ამის მიხედვით გაამკაცრებენ ან უფრო შეამსუბუქებენ შეზღუდვებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. მათ შორის აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე კი 7 ქალაქში ქუჩაში გასვლა აკრძალულია. უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია რიგი ეკონომიკური საქმიანობები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30968399.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)