მახინჯაურში მანქანა 7 პირს დაეჯახა, დაიღუპა ოჯახის 3 წევრი

Tbilisi Daily

მახინჯაურში მანქანა 7 პირს დაეჯახა, დაიღუპა ოჯახის 3 წევრი მახინჯაურში, წუხელი გვიან ღამით მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – ქალი, რძალია და შვილიშვილი. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი, 13 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებიც გარდაცვლილი ქალის შვილიშვილები არიან. დაღუპულები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ხოლო დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით, ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში. დაკავებულია მძღოლი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.