რის გამო დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე აფხაზეთში ?

Sokhumi Daily

დაკავებული მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პირთა ჯგუფის მიერ ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ წინასწარი შეთქმულების საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების ცნობით დააკავეს საქართველოს მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული,კვირკვია ბუთხუზი, 1987 წელს დაბადებული ლამანძია მიხეილი და 1992 წელს დაბადებული ლამანძია მათე. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლის მე -2 ნაწილით ("სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების საფუძველზე)". მათ ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების გამო "სახელმწიფოს უკანონოდ გადაკვეთაში" გადანაშაულებენ. აფხაზეთი საქართველოა, ხოლოს მის ტერიტორიაზე გავრცელებული კანონმდებლობა არასდროს იქნება ლეგიტიმური ჩვენთვის. #საქართველო #აფხაზეთი #რუსეთი #სისხლისსამართალი #sokhumidaily