დაუშვებელ დარღვევებს ვხედავთ, რაც საგანგაშოა — რეხვიაშვილი
On.ge
მარნეულში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის ჩაბარების პროცესი რეკომენდაციებისა და შეზღუდვების დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პროდუქციის ჩაბარების პროცესში ძალიან ბევრი "საგანგაშო" დარღვევაა, რაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაუშვებელია.
"აქ ვხედავთ ძალიან ბევრ სხვა დარღვევებს, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი.აუცილებლად უნდა დავწეროთ ჩვენ ამ სოფლებში ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს, არ შეიკრიბოს და ეს დისტანცირება ასე არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა. მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს, უბრალოდ დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო", — განაცხადა რეხვიაშვილმა.
#news
#Covid19
#politics
https://on.ge/story/54846-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94