შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ ქცევას — ეზუგბაია
On.ge
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება მოქალაქეებისთვის თავისუფალი ქცევის მიზეზი არ უნდა გახდეს. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ყველას მოუწოდა რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ.
"რეგულაციების შესუსტება, შენელება, შემცირება, თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. [...] მეტნაკლებად ქართველებმა, მიუხედავად თავისი განსხვავებული ხასიათისა ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, აქედან გამომდინარე შედეგებიც ვნახეთ, რომ კარგი გვაქვს", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.
#news
https://on.ge/story/55934-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90