სარემონტო სამუშაოები მარნეულის ბაზრობაზე
Marneuli Daily
მარნეულის მუნიციპალიტეტის წინა ბაზარში უკვე რამდენიმე დღეა დახლების გადაკეთების პროცესები მიმდინარეობს.
მოვაჭრეები საკუთარი სახსრებით დახლებს შლიან და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით ახალ დახლებს ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეების ნაწილმა უკვე გადაკეთა საკუთარი სახსრებით დახლი, ნაწილმა კი ფინანსების არ ქონის გამო ვერ შეძლო გაერემონტებინა დახლები.
„ჩვენ გვეუბნებიან თვითონ დაშალეთ და გააკეთეთ ბაზარიო. თუ ვერ გააკეთებთ მაშინ არ გაიხსნებაო. ჩვენ საშუალება არ გვაქვს. იცით რომ ახლა ცუდი პერიოდია. არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ჩვენ მრჩეველი გვჭირდება, რომ გვითხრას ჩვენ უნდა გავაკეთოთ თუ იმათმა. ამბობენ, 25 რიცხვიდან ბაზარი უნდა გაიხსნას სასწრაფოდ უნდა გააკეთოთო და არ ვიცით რითი გავაკეთოთ. ბაზარი იხსნება თუ არა ამას ჩვენთან რა კავშირი აქვს. შესაძლებლობა არ გვაქვს და კიდევ იქ რა უნდა გავკეთოთ, მანდ გასაკეთებელი არაფერია, ყველაფერი მზადაა“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე
ბაზრის დირექტორმა, საბა ნავერიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ადმინისტრაციას არ აქვს შესაბამისი სახსრები რომ მთელი ბაზარი დამოუკიდებლად გაარემონტოს.
„ჩვენ ვაკეთებთ ბაზრის წინა განყოფილებას, აგრალურ ბაზარს, და საპირფარეშოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. დაახლოებით თვის ბოლომდე უნდა მორჩეს სამუშაოები რათა ბაზარი გაიხსნას. ჩვენ მოვაჭრეებსაც ვესაუბრეთ და ყველა გაგებით მოეკიდა
,რომ მათ უნდა გადააკეთონ დახლები. შევთავაზეთ, რომ თუ ამ თვეში ვერ მოახერხებენ შემდგომ თვეს გააკეთონ და თუ მერეც ვერ მოახერხეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაცია გაარემონტებს“ - გვითხრა საბა ნავერიანმა
ნავერიანის თქმით, მარნეულის წინა ბაზარი სავარაუდოდ 25 მაისს გაიხსნება და სარემონტო სამუშაოებიც ამ დრომდე უნდა დასრულდეს.
წყარო ; რადიო მარნეული
#ბაზარი
#მარნეული
#გადაკეთება
#marneulidaily