ირანში დაღპულთა რაოდენობა 4,000-ს გადააჭარბა
Headline
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 1,997 და გარდაცვალების 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 64,586 ადამიანს შეადგენს, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 4,000-ს გადააჭარბა.
მიუხედავად იმისა, რომ ირნაში დაღუპულთა რიცხვი იზრდება, ამ დროისთვის ქვეყანაში 29,812 გამოჯანმრთელებული ადამიანია. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შენელება მოხდა. კვირას ინფიცირებულთა პროცენტული ზრდა 4.5% იყო, ხოლო ორშაბათს 3.2%.
სტატია ნათარგმნია “CNN”-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
#კორონავირუსი
#ირანი
#headline