საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 680 შემთხვევა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში: 1 ოქტომბერი - 448; 2 ოქტომბერი - 453; 3 ოქტომბერი - 471; 4 ოქტომბერი - 554; 5 ოქტომბერი - 578; 6 ოქტომბერი - 549; 7 ოქტომბერი - 508; 8 ოქტომბერი - 472; 9 ოქტომბერი - 527; 10 ოქტომბერი - 519; 11 ოქტომბერი - 523; 12 ოქტომბერი - 478; 13 ოქტომბერი - 569; 14 ოქტომბერი - 680. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 13521-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვალში დადასტურდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30892339.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)