ეუთო ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამს
Sokhumi Daily
ეუთოს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები ერთობლივ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ინფორმაციას საქართველო საგარეო საქმეთა სამიისტრო ავრცელებს.
ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში ე.წ. ხუთეულის განცხადება მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერენ და ასევე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმას.
"ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი (GID), ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება უმთავრეს საერთაშორისო პლატფორმად ამ კუთხით და ეუთო მზად არის განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად" - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო მზად არის განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა