ირაკლი ოქრუაშვილი: არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა
Tbilisi Daily
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.
მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როცა ირაკლი კობახიძეს ან სხვა პირებს გადაწყვეტილების მიმღებად მიიჩნევს, რადგან ყველაფერს მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
„მიმაჩნია, რომ მთლიანად ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როცა თამასას ივანიშვილიდან დაბლა, კობახიძეებსა და კალაძეებზე ვწევთ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში და რაიმეზე გადაწყვეტილებები მიიღება, ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს, ამიტომ მას უნდა ვესაუბროთ ხელახალ არჩევნებზე.
არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.