60 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
Tbilisi Daily
მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 672 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, 60 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
„4 672 პაციენტიდან 60 კრიტიკულია, აქედან 59 პაციენტი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება. მათგან ცხრა ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, - განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და 6 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„კლინიკიდან გუშინ სამი პაციენტი გაეწერა, ასევე სამი დაემატა. მძიმე პაციენტების სიაში ექვსი ინფიცირებულია. არიან საყურადღებო პაციენტებიც. სტაციონარში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.