გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გიორგი შაქარაშვილისოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას. ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ოჯახი აღნიშნულ საქმეს ბოლომდე თვალ-ყურს მიადევნებს, არა მხოლოდ სასამართლოში.
'ოჯახი მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულნი არიან პასუხისგებაში სწორად, მართებულად და სამართლებრივად.
კონკრეტულად საუბარია 'ტოიტა ქამრის' 5 მგზავრზე, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ პოზიცია მძღოლთან დაკავშირებით, არ ვიცოდით რა პოზიცია ჩამოყალიბდებდებოდა. საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღეს არსებული მტკიცებულებებით, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა ვინაიდან მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული უკვე დაკმაყოფილებულია.
დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალ-ყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ვადამდე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება'-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.