ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ეძებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოს ღამე, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
'რაც შეეხება ფოთში დაკარგულ ნათია შავაძეს, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები როგორც წყალზე ისე წყლის ქვეშ. სამძებროსამუშაოებში ჩართულია 46მეხანძრე-მაშველი, დამატებით 6 მცურავი საშუალება, რომელთაგან 3 აღჭურვილია სპეციალური საძიებო აპარატურით და დამატებით მუშაობს 6 მყვინთავი' - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილმა.