ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში 5 200 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტების კალათა გადაეცემა.სოციალური დახმარებით ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები:
. 100 000 ქულის ჩათვლით - შშმ პირები
. სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები
. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები
. ომში დაზიანებული შშმ პირები
. 18 წლამდე ასაკის შშმ პირები
. 100 000 ქულის ჩათვლით - მარტოხელა პენსიონერები
. 200 000 ქულის ჩათვლით - 3 და მეტ შვილიანი ოჯახები
. უდედმამო ბავშვები
. მარტოხელა მშობლები
. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები
. სამამულო ომის ვეტერანები
. მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.
მერიის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტები ასევე გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა.
სასურსათო კალათების შეძენისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში დაზოგილი ხარჯებით მიღებული ეკონომიაა.